“სიკეთე იწყება შენით!”

2024 წლის 23 დეკემბერს, საბავშვო ბაღი “ლარდი”-ს ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება “სიკეთე იწყება შენით!”. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა აღსაზრდელებმა, მათმა მშობლებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა. ღონისძიების ფარგლებში შეგროვებული ნივთები გადაეცა SOS ბავშვთა სოფელს. საქველმოქმედო ღონისძიების მიზანია ბავშვებში ზრუნვის, ემპათიის და საკუთარი ნივთების გაზიარების სიყვარულის გაღვივება.

როგორ ჩამოვუყალიბოთ სწორი კვების ჩვევები ბავშვს პატარა ასაკიდან?

ჯანსაღი და სწორი კვება/ნუტრიცია უმნიშვნელოვანესია ბავშვობის ადრეულ ასაკში, რადგან ამ პერიოდში ხდება სწრაფი ფიზიკური ზრდა და განვითარება. ეს პერიოდი ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კბილების განვითარებისთვის. ძირითადი კვებითი ჩვევები  ადამიანის ცხოვრების პირველ წლებში ყალიბდება. ამ პერიოდში არასწორი ნუტრიცია ასოცირებულია ჭარბწონიანობის, დიაბეტის და სხვა დაავადებების მომატებულ რისკთან. აღმზრდელებს […]