საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi 0963b102 bd9e 4a89 8353 548e2b544e9a

ტრანზიცია

ბავშვის სახლიდან ბაღში ტრანზიციას გარკვეული დრო სჭირდება. აღნიშნული ცვლილების შემსუბუქების მიზნით, ბაღი უზრუნველყოფს ოჯახის ჩართულობის წახალისებას და მათთვის საინტერესო აქტივობების ორგანიზებას. შეგუების პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ბავშვი სრულად არ გაეცნობა გარემოს და არ გაუჩნდება ნდობა აღმზრდელ-პედაგოგების მიმართ.

საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi 9ca6c1a5 36b6 40c1 8d64 1f1c5f9a1d29

3 წლიანების ჯგუფი

ეს საფეხური განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბრამდე შეუსრულდება 3 წელი. ამ ჯგუფში ბავშვები ერთვებიან მეტად სტრუქტურირებულ და მასტიმულირებელ აქტივობებში, ჯგუფურ ინტერაქციაში. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლობას და შეიმეცნებენ გარემოს საკუთარი შეგრძნებების მეშვეობით.კურიკულუმი შედგენილია ისე, რომ ბავშვს დაეხმაროს სოციალური, ემოციური, შემეცნებითი და ფიზიკური უნარების განვითარებაში. 

საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi 5852171b 39ee 4455 98b9 f177ebc9d44c

4 წლიანების ჯგუფი

ეს საფეხური განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბრამდე შეუსრულდებათ 4 წელი.
წლიური სასწავლო-სააღმზრდელო თემატური პროგრამა ძირითადად ფოკუსირებულია: აკადემიურ უნარებზე (ციფრების, ფერების, ფორმების ამოცნობა); შემეცნებით უნარებზე (მეხსიერება, დაკვირვება და ლოგიკა); სოციალურ ჩვევებზე (პირადი ჰიგიენა, გაზიარება, დამოუკიდებლად კვება).

საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi ece6c166 55ab 4929 94e9 3d4e04c076e8

წინა-სასკოლო მზაობის ჯგუფი

ეს საფეხური განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბრამდე შეუსრულდებათ 5 წელი.
ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად უმტკივნეულო ტრანზიციას ბაღიდან სასკოლო გარემოში. ამ პროცესში ხდება ყოველდღიური დისციპლინის და წესრიგის ინტეგრირება სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის დღიურ განრიგში.
აღნიშნული ჯგუფის მრავალფეროვანი სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა დაბალანსებულია ასაკის შესაბამისი „წინაღობებით“ და მათი გადალახვის მხარდამჭერი გარემოთი.