საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi 1d710c70 b623 43f1 a5db c1d75bef3ecb
საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi 14c6836a 8f0f 4e6f 8c19 89976d86d6d8 1 1

საბავშვო ბაღი ლარდი – ადგილი სადაც სწავლა გართობასთან ასოცირდება!

ჩვენი ჰოლისტური საგანმანათლებლო მიდგომები, სასწავლო-სააღმზრდელო თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური და ენთუზიაზმით სავსე სპეციალისტებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული ბავშვის სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას.

საგანმანათლებლო პროცესები დაფუძნებულია შემოქმედებითობაზე და თამაშზე, რაც ჩვენთან გატარებულ ყოველ დღეს, პატარებისთვის ჯადოსნურ მოგზაურობად აქცევს!

მრავალწლიანმა გამოცდილებამ და კვლევებმა გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებში სასურველი შედეგის მისაღწევად. 

ჩვენ არ ვზოგავთ რესურსებს მაღალი ხარისხის უზრუნველსყოფად, რადგან ვიცით, რომ ეს ბავშვების ნათელი მომავლისთვის გაკეთებული ინვესტიციაა!

დახატე შენი ბედნიერება ჩვენთან ერთად!

დაგვიკავშირდით

რატომ ლარდი?

01

ჩვენთან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესები მიმდინარეობს თამაშით და სახალისო აქტივობებით, რის შედეგადაც ბავშვისთვის შემეცნების პროცესი გართობასთან და სიამოვნებასთან ასოცირდება. ეს დადებითი ემოციური კავშირი კი გაყვება მას ცხოვრების ბოლომდე!

ჩვენი მისია

02

ჩვენი მისია, საგანმანათლებლო მოგზაურობის პროცესში, აღსაზრდელებში იმ უნარების განვითარებაა, რაც მათ დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და სწავლის შემდგომი ეტაპისთვის მომზადებაში.

ჩვენი ხედვა

03

ჩვენ ვქმნით ბავშვებისთვის ეკოლოგიურ, მუდმივად განახლებად  გარემოს, სადაც პროფესიონალი სპეციალისტების, მრავალფეროვანი მიდგომების და რესურსების საშუალებით, გავაღვიძებთ ბავშვებში ცნობისმოყვარეობას, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ აღმოაჩინონ საკუთარ თავში უსაზღვრო შესაძლებლობები და მოახდინონ  მათი მაქსიმალური რეალიზება.