საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi ლარდი ვებ ქოვერ

სწორედ თამაშის გზით აღმოაჩენენ ისინი სამყაროს, გებულობენ ცნებების მნიშვნელობას და ავითარებენ მნიშვნელოვან უნარებს.
თამაში – ეს იქნება კონსტრუქტორების აწყობა თუ  როლური/წარმოსახვითი თამაშები, ნოყიერ ნიადაგს ქმნის მათი განვითარებისთვის.

საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi 466463675 17890978122105294 4642427286463596406 n

                               თამაშს აქვს სპეციფიური მახასიათებლები.
ადრეული განათლების ეროვნული ასოციაციის მიხედვით, თამაშის 5 ძირითადი კომპონენტია გამოყოფილი:

       1.    ბავშვები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს

2.   ბავშვები ბუნებრივად მოტივირებულები არიან

3.   ბავშვები მთლიანად ჩართულები არიან მომენტში/პროცესში

4.   თამაში სპონტანურია და არ არის წინასწარ გაწერილი

5.   თამაში გულისხმობს გართობას

თამაში ასოცირდება იმ აქტივობასთან, რომლის შესრულებაც გვსურს და არა ქმედებასთან, რომელიც სავალდებულოა რომ შესრულდეს. თამაში არის აქტივობა, რომელიც გვამხიარულებს და  მთლიანად იპყრობს ჩვენს ყურადღებას.

საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi 441046763 122148884798089492 1163805511517333734 n

                                       თამაში – უნარების კავშირი

თამაშზე დაფუძნებული სწავლება არ მოიცავს მხოლოდ ერთ რომელიმე უნარს, ის დაკავშირებულია რამდენიმე მათგანთან:

  1.   კოგნიტური უნარები:
    ფაზლები, სამაგიდო თამაშები – ამახვილებს პრობლემის გადაჭრის უნარს, კრიტიკული აზროვნებასა და მეხსიერებას
  2.   სოციალური უნარები:
       გუნდური თამაშები ასწავლის ბავშვებს გაზიარებას, რიგითობას, მოლაპარაკების და გუნდურობის უნარებს
  3.   მეტყველების უნარები:
    ამბის მოყოლა, როლური და სხვა შემოქმედებითი თამაშები მრავალფეროვანს ხდის ბავშვის  ლექსიკას, კომუნაკაციის და გამოხატვის ფორმებს
  4.   მოტორული უნარები:
    მაგალითად ხატვა, სპორტული აქტივობები ავითარებს წვრილ და მსხვილ მოტორიკას
  5.   ემოციური უნარები:
    თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ ემოციების მართვას, ავითარებენ ემპათიის უნარს, უმკლავდებიან განსხვავებულ სიტუაციებს. როდესაც ისინი ჩართულები არიან წარმოსახვით თამაშებში ან სხვებთან ინტერაქციის დროს, ისინი გამოცდიან განსხვავებულ ემოციებს.

                                                   არსებობს შემდეგი ტიპის თამაშები:

საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi 466132850 17890978161105294 447382488119020196 n

     

       1. შემოქმედებითი თამაშები- ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი…

       2. მოძრავი თამაშები – დაჭერობანა, გაშეშობანა, ცეკვა, ჭიდაობა…

       3. მანიპულაციური თამაშები- მძივების აცმა, ფორმების მორგება, ფაქტურის გამოცნობა…

საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi 440937689 122148884768089492 5502382113560232210 n

 4.  სამაგიდო და წესებიანი თამაშები – ლოტო, მემო, ფაზლი, ლაბირინთი…

  5.  დრამატული და წარმოსახვითი თამაშები- ექიმობანა, სახლობანა, ზღაპრების/ამბების მოგონება…

საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi 440865632 122148884822089492 1076165967652946068 n

 6. კვლევითი თამაშები- მცენარეებზე დაკვირვება, სხვადასხვა ნივთიერებების შერევა, ყინულის დნობაზე დაკვირვება…

7. კონსტრუქციული თამაშები- კუბურებით მშენებლობა…

8.   სენსორული თამაშები- ქვიშასა და წყალში თამაში, ხმოვანი საგნებით და ჩრდილებით თამაში და სხვა…

Leave a Comment