ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აშლილობაა ბავშვებში.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სიმპტომები მოიცავს უყურადღებობას (ფოკუსირების შენარჩუნების უუნარობა), ჰიპერაქტიულობას (ზედმეტი მოძრაობა, რომელიც არ შეესაბამება გარემოს) და იმპულსურობას (მყისიერი, დაუფიქრებელი მოქმედება/რეაგირება). ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) მიჩნეულია, როგორც ქრონიკული აშლილობა, რაც ზეგავლენას ახდენს ინდივიდის ცხოვრებისეულ რიგ ასპექტებზე მ.შ. აკადემიურ, პროფესიული მიღწევების, ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე და ყოველდღიურობაზე.

 

როდესაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვების ქცევა არასწორად არის მართული, ეს შეიძლება ბავშვის დაბალი თვითშეფასების მიზეზი გახდეს.

 

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან კრიტიკის მიმართ და მათი მომატებული თვითკრიტიკა სწორედ აქედან შეიძლება გამომდინარეობდეს. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) გამოხატულება და შეფასება ზრდასრულებში განსხვავებულია.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) იდენტიფიცირება ძირითადად ხდება სკოლის ასაკის ბავშვებში, რაც ვლინდება საკლასო პროცესის შეწყვეტასა ან საკლასო სამუშაოების შესრულების სირთულეებში. აღნიშნული სინდრომი უფრო გავრცელებული არის ბიჭებში, ვიდრე გოგონებში განსხვავებული სიმპტომების გამო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიჭებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) არსებობის უფრო მეტი ალბათობაა. ბიჭებს უფრო ხშირად აქვთ გამოხატული ჰიპერაქტივობის ან სხვა გარეგანი სიმპტომები, მაშინ როცა გოგონებში აღინიშნება ძირითადად უმოქმედობით.

 

                                             სიმპტომები და დიაგნოზი

ბევრი ბავშვისთვის უმოძრაოდ ჯდომა, რიგითობის დაცვა, ყურადღების მიპყრობა – გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს და მათ შფოთვას და იმპულსურობას იწვევს. თუმცა, ბავშვები, რომლებიც ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ,  განსხვავდებიან იმით, რომ მათი ჰიპერაქტივობის, იმპულსურობის, ორგანიზებულობის ან/და უყურადღებობის მაჩვენებლები აღემატება მათ ასაკობრივ განვითარების დონეს. აღნიშნული სიმპტომები გარკვეულ პრობლემებს ქმნის სახლში, სკოლაში, სამსახურში თუ ურთიერთობებში. აღნიშნული სიმპტომები არ წარმოადგენს ინდივიდის დაუმორჩილებელი ხასიათის თუ დავალების და ინსტრუქციის გაგების უუნარობის შედეგს.

არსებობს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სამი ტიპი:

· უყურადღებობის დომინანტური გამოვლინება
· ჰიპერაქტივობის/იმპულსურობის დომინანტური გამოვლინება
· კომბინირებული გამოვლინება
დიაგნოზირება დაფუძნებულია სიმპტომების განგრძობით ხასიათზე, რაც გრძელდება და შესამჩნევია გარკვეული პერიოდის, სულ მცირე 6 თვის განმავლობაში მაინც. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) შეიძლება დიაგნოზირებული იქნას ზრდასრულობაში, აღნიშნული აშლილობა ბავშვობაში იწყება.
როდესაც მხედველობაში გვაქვს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზი, სიმპტომები უნდა ვლინდებოდეს მოზარდებში 12 წლის ასაკამდე და უნდა წარმოადგენდეს სირთულეებს ერთზე მეტ გარემოში. მაგალითად, სიმპტომები არ უნდა ვლინდებოდეს მხოლოდ სახლში.

                                                                       უყურადღებობის ტიპი

უყურადღებობა ეხება დავალების შესრულების, ფოკუსირებისა და ორგანიზებულობის სირთულეს. აღნიშნული ტიპის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზირებისას, შემდეგი სიმპტომებია  გამოვლენილი:

· ვერ უთმობს სათანადო ყურადღებას დეტალებს, ან უშვებს უნებლიე შეცდომებს სკოლაში ან სამსახურში.
· ფოკუსირების პრობლემა დავალების ან აქტივობის დროს, მაგალითად, ლექციაზე, გრძელი საუბრისას ან კითხვისას.
· თითქოს არ ესმის, როცა ესაუბრებიან (სხვაგან არის გონებით)
· არ მიყვება ინსტრუქციას, არ ასრულებს სკოლის/სამსახურის დავალებას (იწყებს შესრულებას, მაგრამ მალევე კარგავს ფოკუსს)
· დავალებების ან სამუშაოს ორგანიზების პრობლემა (მაგალითად, დროის სწორი მენეჯმენტის უუნარობა, არეული, არაორგანიზებული მუშაობა, ვადების ხშირი გადაცდენა)
· ერიდება ან არ მოსწონს ისეთი დავალებების შესრულება, რაც მოითხოვს მდგრად მენტალურ ძალისხმევას, მაგალითად რეპორტების შესრულება, დოკუმენტების შევსება ა.შ.
· ხშირად კარგავს ნივთებს, რაც საჭიროა დავალების შესასრულებლად ან ყოველდღიური ცხოვრებისთვის, როგორიც არის სკოლის წიგნები, დოკუმენტები, საფულე, ტელეფონი, სათვალე.
· ადვილია მისი ყურადღების წყვეტა/მოცდენა
· ავიწყდება ყოველდღიურად შესასრულებელი დავალებები, მაგალითად, მოზარდებს და ზრდასრულებს ავიწყდებათ განახორციელონ საჭირო სატელეფონო ზარები, გადაიხადონ გადასახადები, გააცდინონ დაგეგმილი შეხვედრები.

                                                                  ჰიპერაქტიური/იმპულსური ტიპი

ჰიპერაქტივობა გულისხმობს მომატებულ მოძრაობასა და ენერგიას, გაუნძრევლად ჯდომის უუნარობას, შეუწყვეტელ საუბარს. იმპულსურობა გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას ან რეაგირებას დაფიქრების გარეშე, მოსალოდნელი შედეგების გაუთვალისწინებლად. აღნიშნული ტიპის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზირებისას, შემდეგი სიმპტომები არის გამოვლენილი:
· მოძრაობა, ხელების ან ფეხების კაკუნი, ადგილზე ცქმუტვა
· ვერ ჩერდება მჯდომიარე პოზიციაში (კლასში, სამსახურში)
· დარბის ან ძვრება იქ, სადაც გარემოსთვის შეუფერებელია
· თამაშის ან დასასვენებელი აქტივობების მშვიდად შესრულების უუნარობა
· ყოველთვის „მზად არის გასაქცევად“, თითქოს ძრავით არის მომართული
· ბევრს საუბრობს
· პასუხს სცემს, სანამ შეკითხვა დასრულებულია (მაგალითად, პარალელურად ასრულებს სხვის წინადადებას, ვერ ითმენს სანამ დასრულდება, რომ ჩაერთოს საუბარში)
· უჭირს დაცდა, ვერ ითმენს, სანამ მისი რიგი მოვა
· აწყვეტინებს ან ეჭრება სხვებს აქტივობებში (მაგალითად, ეჭრება საუბარში, თამაშში, იღებს სხვების ნივთებს დაუკითხავად). მოზარდებმა ან ზრდასრულებმა კი შეიძლება სრულად დაიკავონ სხვისი ადგილი რამე აქტივობის დროს.

                                                                 კომბინირებული ტიპი

ამ ტიპის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) დიაგნოზირებულია, როდესაც სახეზე გვაქვს ორივე ტიპის: უყურადღებობისა და ჰიპერაქტივობის/იმპულსურობის კრიტერიუმები.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) დიაგნოზირებულია მენტალური ჯანმრთელობის ან მედიცინის ზოგადი პროფილის სპეციალისტების მიერ. ფსიქიატრიული შეფასება მოიცავს პაციენტის სიმპტომების განმარტებას, პაციენტის, მზრუნველისა და მასწავლების მიერ შევსებულ კითხვარებს, ფსიქიატრიულ და სამედიცინო ისტორიას, ოჯახის ისტორიას, ასევე განათლების, გარემოს და აღზრდის შესახებ ინფრომაციას. ის ასევე შეიძლება მოიცავდეს მიმართვას სხვა სამედიცინო შემოწმობისთვის, რათა გამოირიცხოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემების არსებობა.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჯანმრთელობის სხვადასხვა ჩვენება შეიძლება შეესაბამებოდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომს (ADHD), როგორიცაა მაგალითად, სწავლასთან დაკავშირებული დარღვევები, ხასიათის აშლილობა, შფოთვა, სუბსტანციების მიღება, თავის ტრავმები, თიროიდის პრობლემები ან ზოგი მედიკამენტის, მაგალითად, სტეროიდების მიღების გვერდითი მოვლენები.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) შეიძლება ასევე თანაარსებობდეს სხვა მენტალურ პრობლემებთან ერთად, როგორიცაა ოპოზიციური წინააღმდეგობითი აშლილობა ან ქცევითი აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, სწავლასთან დაკავშირებული დარღვევები. შესაბამისად სრულყოფილი ფსიქიატრიული შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. არ არსებობს სისხლის ანალიზი ან რამე რუტინული გამოკვლევა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზირებისთვის. ზოგჯერ პაციენტებს შეიძლება მიეცეთ მიმართვა დამატებით ფსიქოლოგიური ტესტისთვის ან კომპუტერული ტესტის გასავლელად სიმპტომების სიმძიმის შესაფასებლად.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მიზეზები:

მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) გამომწვევი მიზეზები. თუმცა იზრდება იმის მტკიცებულებები, რომ გენეტიკა დაკავშირებულია აშლილობასთან. აღსანიშნავია, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ინდივიდების ნათესავებიც ხშირად არიან დიაგნოზირებული აღნიშნული აშლილობით. არსებობს მტკიცებულება რის მიხედვითაც, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ინდივიდის ბავშვის ტვინი ანატომიურად განსხვავდება, დიაგნოზის არმქონე ბავშვის ტვინისგან. მაგალითისთვის სინდრომის მქონე ბავშვებში აღინიშნება რუხი და თეთრი ნივთიერებების სიმცირე და ტვინის განსხვავებული უბნების აქტივაცია კონკრეტული დავალებების შესრულებისას. ზოგი კვლევის თანახმად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს (ADHD) ტვინის რამდენიმე უბანზე აქვს გარკვეული ზეგავლენა. ასევე ზოგი არაგენეტიკური ფაქტორი შეიძლება დაკავშირებული იყოს აშლილობასთან, მაგალითად, როგორიც არის, მცირე წონა დაბადებისას, დღენაკლულობა, ტოქსინების (ალკოჰოლი/სიგარეტი) ზემოქმედება ან ძლიერი სტრესი ორსულობის პერიოდში.

                                                                      მკურნალობა

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მკურნალობა ძირითადად თერაპიულ და მედიკამენტოზურ, კომბინირებულ მკურნალობას მოიცავს. სკოლამდელი ასაკისა და უფრო პატარა ბავშვებში გამოიყენება ქცევითი სტრატეგიები, მშობლებისთვის მენეჯმენტის ტრენინგისა და სკოლის ჩარევის გზით. მშობელი-შვილის ინტერაქციის თერაპია მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიაა, რაც ეხმარება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებს.
ბავშვებში მკურნალობის მიზანია სიმპტომების გაუმჯობესება და ფუნქციების აღდგენა სახლში და სკოლაში.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) სკოლის ასაკის ბავშვებში
მასწავლებლებს და სკოლის თანამშრომლებს შეუძლიათ მშობლებს და ექიმებს მიაწოდონ ბავშვის ქცევის შეფასებასთან და სწავლის სირთულეებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დაეხმარონ მათ ქცევებზე მუშაობაში. თუმცა სკოლის თანამშრომლებს არ შეუძლიათ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზირება, გადაწყვეტილების მიღება მკურნალობასთან დაკავშირებით ან მოითხოვონ მოსწავლის მიერ მედიკამენტების მიღება სკოლაში დასწრებისთვის. მხოლოდ მშობლები და კანონიერი წარმომადგენლები არიან უფლებამოსილნი მიიღონ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად.
მოსწავლეები, რომლებსაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) გამო გარკვეული სირთულეები აქვთ სწავლასთან დაკავშირებით, შეიძლება დასჭირდეთ სპეციალიზებული საგანმანათლებლო მიდგომები. ასეთ ბავშვებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური სასწავლო ინსტრუქციებით, შეცვლილი საკლასო გარემოთი, ალტერნატიული სასწავლო ტექნიკებით და მოდიფიცირებული კურიკულუმით.

ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ზრდასრულებში

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებს ხშირად ზრდასრულობაშიც აღენიშნებათ სინდრომის სიმპტომები, აღნიშნული აშლილობა. თუმცა ხანდახან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზირება ვერ ხდება სკოლის ასაკში. ბევრი ზრდასრული ვერ ხვდება, რომ მას შეიძლება ADHD სინდრომი  ქონდეს. სრულყოფილი შეფასება მოიცავს ძველი და არსებული სიმპტომების განხილვას, სამედიცინო შემოწმებას და ისტორიას, ინდივიდის მიერ შევსებულ სპეციალურ კითხვარს. ზრდასრულების ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მკურნალობა ხდება მედიკამენტოზურად, ფსიქოთერაპიით ან კომბინირებულად. ქცევითი მართვის სტრატეგიები, მაგალითად, ყურადღების წყვეტის მინიმიზაცია და ორგანიზებულობის და სტრუქტურიზების გაზრდა ოჯახის წევრების მხარდაჭერით, ასევე ხელშემწყობი ფაქტორი იქნება მკურნალობისთვის.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) აშშ-ში აღიარებულია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობა და სინდრომის მქონე ინდივიდების უფლებები დაცულია შესაბამისი რეგულაციებით.

წყარო: https://www.psychiatry.org/patients-families/adhd/what-is-adhd

 

Leave a Comment