ჯანსაღი და სწორი კვება/ნუტრიცია უმნიშვნელოვანესია ბავშვობის ადრეულ ასაკში, რადგან ამ პერიოდში ხდება სწრაფი ფიზიკური ზრდა და განვითარება. ეს პერიოდი ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კბილების განვითარებისთვის.

ძირითადი კვებითი ჩვევები  ადამიანის ცხოვრების პირველ წლებში ყალიბდება. ამ პერიოდში არასწორი ნუტრიცია ასოცირებულია ჭარბწონიანობის, დიაბეტის და სხვა დაავადებების მომატებულ რისკთან.
აღმზრდელებს გადამწყვეტი როლი აქვთ, უზრუნველყონ ბავშვების კვებითი რაციონის ფართო ასორტიმენტით, ჩამოუყალიბონ კვებითი/ხემსის (ე.წ. სნექის) რეგულარული და ჯანსაღი პატერნები.

 

 

 

 

 

 

 

 

ბავშვებისთვის კვებითი რაციონის შედგენისას, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას შემდეგი დეტალები:

პატარები ძალიან აქტიურებია არიან და მათ მაღალი ენერგიის (კალორაჟის) საჭიროება აქვთ თავის სხეულის ზომასთან შედარებით;
ბავშვებს პატარა ზომის კუჭი აქვთ ზრდასრულებთან შედარებით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მათთვის ულუფის განსაზღვრისას;
ყოველდღიურად ბავშვებს ჭირდებათ სამჯერადი კვება და ხემსი (სნექი);
ბავშვებს ჭირდებათ ხელშეწყობა, რომ საჭირო რაოდენობის სითხე მიიღონ;
საკვებს შორის მიღებული შაქრის შემცველი სასმელები საზიანოა მათი კბილებისთვის. ამიტომ ამ შუალედში მათ უმჯებესია მიიღონ უშაქრო სასმელი;
შაქრის შემცველი საჭმელი და სასმელი უნდა მიიღონ მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, შეზღუდული რაოდენობით და ისიც საკვების მიღების დროს;
ღვეზელი (კექსი) უნდა შეიცავდეს ნუტრიენტებს და დამზადებული უნდა იყოს რძის ან/და ხილის ბაზაზე.
უნდა მოვერიდოთ დაბალი ცხიმიანობის შემცველ/დიეტურ პროდუქტებს, რადგან ბავშვებს სჭირდებათ დამატებითი კალორიები ზრდა-განვითარებისთვის. ამიტომ სპრედებისა და რძის შემცველი პროდუქტები არის რეკომენდებული.
დიეტური და უჯრედისის შემცველი პროდუქტი არ არის მიზანშეწონილი ბავშვებისთვის, რადგან მალე გაუჩნდებათ სისავსის შეგრძნება ისე, რომ საკმარისი ნუტრიენტები შეიძლება ვერ მიიღონ. ამიტომ, უმჯობესია მათ მიიღონ უჯრედისის შემცველი მრავალფეროვანი საკვები, შვრიის და სიმინდის ფანტელები, ფაფები ა.შ.
არასდროს  უნდა იქნას გამოყენებული მშრალი, დაუმუშავებელი ქატო საკვებად, რაც ხელ უშლის უჯრედისის შეწოვას, მადის დაკარგვას და კუჭის მოქმედებას;
არ დაამატოთ მარილი საკვებს, რადგან ბავშვების თირკმელები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. ასევე ჭარბი მარილის მოხმარება დაკავშირებულია მაღალი წნევის რისკთან და მარილიანი საკვების გადაჩვევა რთულია;
მთლიანი გული თხილეულის მიცემა 5 წლამდე ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი, რადგან არსებობს გადაცდენის რისკი. ასევე რეკომენდებულია მიწისთხილის ან სხვა საკვები პროდუქტის, რომელიც შეიცავს მიწისთხილს, არ იქნას გამოყენებული ბავშვების კვებით რაციონში, ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად;
ასევე ისეთი პროდუქტები როგორიცაა პომიდორი, ალუბალი, ყურძენი, რეკომენდებულია იყოს დაჭრილი, რომ თავიდან ავიცილოთ გადაცდენის შემთხვევები.

Leave a Comment