იცხოვრო ამ სამყაროში, ისე რომ მათემატიკა არ იცოდე, იგივეა რაც მუზეუმში თვალდახუჭულმა იარო.

                                                      რისთვის ვიყენებთ მათემატიკას? 

აბა, ვცადოთ ერთი დღე მაინც ვიცხოვროთ მათემატიკის გარეშე და მალევე მივხვდებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაგვჭირდება მისი გამოყენება.

მათემატიკა ორგანიზების და ფიქრის ბუნებრივი გზაა.

იმისთვის რომ გამოვიყენოთ ღუმელი, აუცილებელია დავაყენოთ შესაბამის დროზე. ხოლო თუ დროს ვახსენებთ… შეგვიძლია ვინმეს შევუთანხმდეთ შეხვედრაზე ისე, რომ დრო არ განვსაზღვროთ? როგორ ვხვდებით, რომ ხემსის დროა?
როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მზარეულობა მათემატიკის გარეშე? როგორ უნდა განვსაზღვროთ პროპორციები ციფრების და ანგარიშის გარეშე?

როგორ გამოვთვლით მგზავრობის ხანგრძლივობას თუ არ გამოვიყენებთ მათემატიკას და ციფრებს?

მათემატიკას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. ამ ფაქტის გააანალიზების გარეშეც კი ვიყენებთ მათემატიკას და იმ უნარებს, რომლებიც ყოველდღიური მათემატიკური ამოცანების გადაჭრით გვივითარდება.

მათემატიკის კანონები მართავს ყველაფერს ჩვენს გარშემო და მათი არასათანადო ცოდნა, შეიძლება, გარკვეულ ცხოვრებისეული საკითხებში სირთულეების წარმოქმნის მიზეზი გახდეს.

რამდენიმე მიზეზი თუ რატომ წარმოადგენს მათემატიკა მნიშვნელოვან, სასარგებლო ინსტრუმენტს ცხოვრებაში:

1. მათემატიკის სწავლა კარგია თავის ტვინისთვის..

სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევებით ჩანს, რომ ბავშვებს, რომლებმაც იციან მათემატიკა, მეტად აქვთ გააქტიურებილი ტვინის შესაბამისი უბანი და მეტ რუხ ნივთიერებას შეიცავენ აღნიშნულ უბანზე, ვიდრე მათ, ვისაც სუსტად აქვთ განვითარებული მათიმატიკური უნარები. ტვინის უბნები, რომლებიც ჩართულია მათემატიკური უნარების განხორციელებისას, ასოცირებულია ასევე ისეთ კოგნიტურ უნარებთან, როგორიც არის ვიზუალური ყურადღება და პრობლემის გადაჭრის უნარები.

2. მათემატიკა გეხმარება საკუთარი ფინანსების განსაზღვრაში/დაგეგმვაში.

მათემატიკის დახმარებით, შეგვიძლია უკეთ განვსაზღვროთ ჩვენი ხარჯები არსებულ შემოსავალთან მიმართებაში და შესაბამისად დავაბალანსოთ საკუთარი ბიუჯეტი. ბანკის ანგარიშების მართვა, ერთე-რთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარია, რომელიც მათემატიკის ცოდნას მოითხოვს.

3. მათემატიკის ცოდნა გვეხმარება პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებაში.

მათემატიკა გვეხმარება ანალიტიკურ აზროვნებაში და მიზეზშედეგობრივ ხედვაში. ანალიტიკური აზროვნება კი თავის მხრივ განსაზღვრავს კრიტიკული ხედვის შესაძლებლობას გარესამყაროს მიმართ. მიზეზშედეგობრივი ხედვა კი განსაზღვრავს ლოგიკურ აზროვნების შესაძლებლობას. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა, შეიძლება გამოსადეგი იყოს ცხოვრებისეულ სხვა პრობლემებთან მიმართებაშიც, მაგრამ პრობლემის იდენტიფიცირება, ნაცნობი თუ უცნობი ფაქტორების განსაზღვრა და ზომების მიღება პრობლემის გადასაჭრელად, შეიძლება მნიშვნელოვანი სტრატეგია იყოს, რომელიც ნებისმიერ პრობლემას მოერგება და მის გადაჭრაში გამოგვადგება.

4. მათემატიკა, სხვადასხვა ფორმით, თითქმის ყველა კარიერაში გამოიყენება.

ცხადია მათემატიკოსები და მეცნიერები მათი საბაზისო სამუშაოს შესასრულებლად, როგორიცაა ჰიპოთეზების ტესტირება და ა.შ. ეყრდნობიან მათემატიკის პრინციპებს. თუმცა მხოლოდ მეცნიერება არ საჭიროებს მათემატიკის ცოდნას. თვით სალარო აპარათთან მუშაობაც კი მოითხოვს საბაზისო არითმეტიკის ცოდნას. საწარმოებში გეომეტრიული ფორმების და განზომილებების ცოდნა აუცილებელია ცალკეული ნაწილების ასაწყობად. ნებისმიერი სამსახური მოითხოვს მათემატიკის ცოდნას, სულ მცირე იმისთვის რომ განსაზღვროთ თქვენი შემოსავალი, დააბალანსოთ საკუთარი ბიუჯეტი.


5. მათემატიკა ჩვენს გარშემო ყველგან არის და გვეხმარება სამყაროს უკეთ გაგებაში. იცხოვრო ამ სამყაროში, ისე რომ მათემატიკა არ იცოდე, იგივეა, რაც მუზეუმში თვალდახუჭულმა იარო.
მათემატიკა ყველგან და ყველაფერშია. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მაგალითიც საკმარისია:
მაგალითად ფუტკრები გეომეტრიის ოსტატები არიან, იყენებენ ჰექსაგონს ფიჭის ასაშენებლად. ფიბონაჩის მიმდევრობა, მათემატიკაში ციფრების ცნობილი მიმდევრობა, რომელიც გვხვდება ბუნებაში, მ.შ. გირჩებში, ნიჟარებში, ხეებში, ყვავილებში.
ასევე აღსანიშნავია რიცხვი პი, რომელიც გვხვდება ჩვენს გარშემო. პი არის რიცხვი უნიკალური მახასიათებლებით. ის დაახლოებით 3.14 უდრის, თუმცა უფრო მეტია, ციფრების უსასრულო მიმდევრობით. სინამდვილეში პი არის უსასრულოდ გრძელი რიცხვი, რომელიც გამოისახება ბერძნული ასო π-ით. პი არ გამოიხატება წილადით, ხოლო რიცხვს, რომელიც არ გამოიხატება როგორც წილადი, ირაციონალური ეწოდება. პი ასევე ტრანსცენდენტული რიცხვია, რაც ნიშნავს, რომ ის არა-ალგებრული რიცხვია, ანუ ეს რიცხვი არ შეიძლება მიჩნეული იყოს ერთცვლადიანი ამოცანის ამოხსნად. თავისი მნიშვნელობით, ყველა ტრანსცენდენტული რიცხვი ირაციონალურიც არის.
პი რიცხვი გვხვდება ბუნებაში, კერძოდ მდინარეების დინების/კალაპოტის სიგრძის თანაფარდობით მის სათავედან შესართავამდე უმოკლეს მანძილზე, მიიღებული კოეფიციენტი უახლოვდება პი რიცხვს (იგივე კლაკნილობის კოეფიციენტი). ეს ნაწილობრივ ახსნადიც არის, რადგან მდინარეები, როგორც წესი იკლაკნება წრიული ფორმით, ხოლო წრეწირის ფართობის მის დიამეტრთან შეფარდებით ასევე უთანაბრდება პი კოეფიციენტს.

ახლა როცა უკვე გაქვთ ინფორმაცია პი-ს და იმის შესახებ თუ როგორ მართავს მათემატიკური კანონები სამყაროს, ალბათ აშკარაა, რამხელა უპირატესობა აქვს მათემატიკური კანონების ცოდნას. ის, რომ ბევრი რამ სამყაროს შესახებ მათემატიკის ცოდნით იხსნება, მაშინ როცა ისედაც ცოტა რამ თუ ვიცით მის შესახებ, მამოტივირებელი უნდა იყოს მათემატიკის ცოდნის გასაღრმავებლად.

მათემატიკის, მ.შ. პროცენტების, წილადების ცოდნამ ,შეიძლება საზოგადოების მნიშვნელოვან წევრად გაქციოთ, მაშინ როცა თქვენი მათიმეტიკური უნარები ბევრად სწრაფია, ყოფით საკითხებსაც სწრაფად გადაწყვეტთ.

მათემატიკა უნივერსალური ენაა.

მიუხედავად მათემატიკური სიმბოლოების მრავალფეროვნებისა, მათღემატიკა უნივერსალური ენაა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხისთვის. მათემატიკურ კანონებს თუ ტოლობებს არ ჭირდება თარგმანი იმისათვის, რომ განსხვავებული წარმომავლობის ადამიანებს გავაგებინოთ… მხოლოდ ამის გამოც მათემატიკა  ძლიერ ინსტრუმენტსა და ცხოვრებისეულ უნარს წარმოადგენს.

Leave a Comment