სწორედ თამაშის გზით აღმოაჩენენ ისინი სამყაროს, გებულობენ ცნებების მნიშვნელობას და ავითარებენ მნიშვნელოვან უნარებს.
თამაში – ეს იქნება კონსტრუქტორების აწყობა თუ  როლური/წარმოსახვითი თამაშები, ნოყიერ ნიადაგს ქმნის მათი განვითარებისთვის.

                               თამაშს აქვს სპეციფიური მახასიათებლები.
ადრეული განათლების ეროვნული ასოციაციის მიხედვით, თამაშის 5 ძირითადი კომპონენტია გამოყოფილი:

       1.    ბავშვები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს

2.   ბავშვები ბუნებრივად მოტივირებულები არიან

3.   ბავშვები მთლიანად ჩართულები არიან მომენტში/პროცესში

4.   თამაში სპონტანურია და არ არის წინასწარ გაწერილი

5.   თამაში გულისხმობს გართობას

თამაში ასოცირდება იმ აქტივობასთან, რომლის შესრულებაც გვსურს და არა ქმედებასთან, რომელიც სავალდებულოა რომ შესრულდეს. თამაში არის აქტივობა, რომელიც გვამხიარულებს და  მთლიანად იპყრობს ჩვენს ყურადღებას.

                                       თამაში – უნარების კავშირი

თამაშზე დაფუძნებული სწავლება არ მოიცავს მხოლოდ ერთ რომელიმე უნარს, ის დაკავშირებულია რამდენიმე მათგანთან:

  1.   კოგნიტური უნარები:
    ფაზლები, სამაგიდო თამაშები – ამახვილებს პრობლემის გადაჭრის უნარს, კრიტიკული აზროვნებასა და მეხსიერებას
  2.   სოციალური უნარები:
       გუნდური თამაშები ასწავლის ბავშვებს გაზიარებას, რიგითობას, მოლაპარაკების და გუნდურობის უნარებს
  3.   მეტყველების უნარები:
    ამბის მოყოლა, როლური და სხვა შემოქმედებითი თამაშები მრავალფეროვანს ხდის ბავშვის  ლექსიკას, კომუნაკაციის და გამოხატვის ფორმებს
  4.   მოტორული უნარები:
    მაგალითად ხატვა, სპორტული აქტივობები ავითარებს წვრილ და მსხვილ მოტორიკას
  5.   ემოციური უნარები:
    თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ ემოციების მართვას, ავითარებენ ემპათიის უნარს, უმკლავდებიან განსხვავებულ სიტუაციებს. როდესაც ისინი ჩართულები არიან წარმოსახვით თამაშებში ან სხვებთან ინტერაქციის დროს, ისინი გამოცდიან განსხვავებულ ემოციებს.

                                                   არსებობს შემდეგი ტიპის თამაშები:

     

       1. შემოქმედებითი თამაშები- ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი…

       2. მოძრავი თამაშები – დაჭერობანა, გაშეშობანა, ცეკვა, ჭიდაობა…

       3. მანიპულაციური თამაშები- მძივების აცმა, ფორმების მორგება, ფაქტურის გამოცნობა…

 4.  სამაგიდო და წესებიანი თამაშები – ლოტო, მემო, ფაზლი, ლაბირინთი…

  5.  დრამატული და წარმოსახვითი თამაშები- ექიმობანა, სახლობანა, ზღაპრების/ამბების მოგონება…

 6. კვლევითი თამაშები- მცენარეებზე დაკვირვება, სხვადასხვა ნივთიერებების შერევა, ყინულის დნობაზე დაკვირვება…

7. კონსტრუქციული თამაშები- კუბურებით მშენებლობა…

8.   სენსორული თამაშები- ქვიშასა და წყალში თამაში, ხმოვანი საგნებით და ჩრდილებით თამაში და სხვა…

Leave a Comment