Loading Events

ჩვენი რთული ყოველდღიური ცხოვრება, როგორც ჩანს, მოითხოვს უფრო და უფრო მეტ მოქნილობას და კრეატიულობას,
რომ გავუმკლავდეთ მოულოდნელ სიტუაციებს – ჩვენს შვილებთან, სამსახურში, ურთიერთობებში და ა.შ.
ხანდახან აღმოვჩნდებით გაურკვეველ და უძლურ მდგომარეობაში,ისე, რომ netflix-იც კი ვეღარ გვშველის…
ასეთი მომენტები მოითხოვს შინაგან საზრიანობას, შინაგან მოძრაობას, რომელიც გვეხმარება დავინახოთ სიტუაციები სხვა პერსპექტივიდან,
უფრო ნათლად ვიგრძნოთ რა არის შესაძლებელი, და არა ის, თუ რა არის შეუძლებელი.
ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ ასეთი შინაგანი საზრიანობა გარეგანი მოძრაობის მეშვეობით.
19 მაისს, Gogora • გოგორა -ს ორგანიზებით, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი,
სებასტიან ჰარტერის მიერ, საბავშვო ბაღ “ლარდი”-ში ჩატარებულ ღონისძიებაზე, წარმოდგენილი სავარჯიშოების საშუალებით,
მონაწილეებმა შეძლეს ინტელექტის ჩართულობის გარეშე, ეპოვათ გზა საკუთარ სხეულში;
დაიბრუნეს ორიენტაცია დროსა და სივრცეში; იპოვეს ბალანსი, სიმსუბუქე და ცნობიერება. სავარჯიშოები,
გარეგნულად მარტივია და ინტერესის მეტს არაფერს მოითხოვს.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით გოგორას და სებასტიან ჰარტერს ღონისძიების ჩატარებისთვის!
გალერეა!

Days
Hours
Minutes
Seconds
  • Start Time
    May 19 - 8:00 am
  • End Time
    May 30 - 5:00 pm
  • Phone
    +995 64 64 59
  • Email
    info@lardi.ge
  • Organizer
    LARDI
  • Location
    LARDI Kindergarten
    Tbilisi , Kvemo Lisi, Tbilisi 0177 Georgia
    + Google Map