

💛 ძვირფასო მშობლებო! 💛
ვიცით, რომ ბაღში ბავშვის მიყვანა არა მარტო პატარებისთვის, არამედ თქვენთვისაც სავსეა ემოციებით.
ზუსტად ამიტომ გეპატიჟებით საბავშვო ბაღში “ლარდი”, შეხვედრაზე ფსიქოლოგთან, სადაც ერთად ვისაუბრებთ:
✨ როგორ შევამზადოთ ბავშვი საბავშვო ბაღისთვის?
✨ რა არის ნორმალური რეაქციები ადაპტაციის პერიოდში?
✨ როგორ გავუმარტივოთ პატარას განშორება და როგორ შევამციროთ სტრესი?
✨ რა როლი აქვს მშობლის ემოციებს ამ პროცესში?
🛋️ ეს იქნება მეგობრული შეხვედრა “ლარდის” თბილ და ლამაზ გარემოში, სადაც ბევრ თქვენს კითხვას გაეცემა პასუხი.
📝 რადგან გვსურს, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მშობლების ინტერესები, შეხვედრის ფარგლებში შეირჩევა კიდევ ერთი თემა, რომლის შესახებაც ისაუბრებს ფსიქოლოგი.
თქვენთვის საინტერესო თემები მოგვწერეთ კომენტარებში 💬
💃 ასევე შეხვედრის ფორმატში დაიგეგმა მუსიკისა და ცეკვის თერაპია მშობლებისთვის, რომელიც ძალიან სასიამოვნო ემოციითა და საოცარი ენერგიით დაგმუხტავთ.
📅 კვირა, 28 სექტემბერი;
📍 საბავშვო ბაღი ლარდი, ქვემო ლისი;
⏰ შეხვედრის დასაწყისი 14:00 საათი;
☎️ 599 64 64 59
⭕️ დასწრება თავისუფალია…
❤️ გვესტუმრეთ, ერთად შევაყვაროთ პატარებს საბავშვო ბაღის ცხოვრება…
-
Start Time
September 28, 2025 - 2:00 pm -
End Time
September 28, 2025 - 4:00 pm