საბავშვო ბაღი ლარდი ლისზე - Lardi 9ca6c1a5 36b6 40c1 8d64 1f1c5f9a1d29
ეს საფეხური განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბრამდე შეუსრულდება 3 წელი. ამ ჯგუფში ბავშვები ერთვებიან მეტად სტრუქტურირებულ და მასტიმულირებელ აქტივობებში, ჯგუფურ ინტერაქციაში. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლობას და შეიმეცნებენ გარემოს საკუთარი შეგრძნებების მეშვეობით. კურიკულუმი შედგენილია ისე, რომ ბავშვს დაეხმაროს სოციალური, ემოციური, შემეცნებითი და ფიზიკური უნარების განვითარებაში. აღსაზრდელებს გააჩნიათ ინდივიდუალური მხარდაჭერა აღმზრდელ-პედაგოგებისგან. ამ ასაკოპრივ ჯგუფში სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის დაგეგმვა მიმდინარეობს პედაგოგების მიერ ასაკობრივი ინდიკატორების გათვალისწინებით, რაც ბავშვებს ხელს უწყობს, აღიზარდონ და შეიმეცნონ მათი განვითარების თავისებურებების შესაბამისად.