
ეს საფეხური განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბრამდე შეუსრულდება 3 წელი.
ამ ჯგუფში ბავშვები ერთვებიან მეტად სტრუქტურირებულ და მასტიმულირებელ აქტივობებში, ჯგუფურ ინტერაქციაში.
ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლობას და შეიმეცნებენ გარემოს საკუთარი შეგრძნებების მეშვეობით.
კურიკულუმი შედგენილია ისე, რომ ბავშვს დაეხმაროს სოციალური, ემოციური, შემეცნებითი და ფიზიკური უნარების
განვითარებაში. აღსაზრდელებს გააჩნიათ ინდივიდუალური მხარდაჭერა აღმზრდელ-პედაგოგებისგან. ამ ასაკოპრივ
ჯგუფში სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის დაგეგმვა მიმდინარეობს პედაგოგების მიერ ასაკობრივი ინდიკატორების
გათვალისწინებით, რაც ბავშვებს ხელს უწყობს, აღიზარდონ და შეიმეცნონ მათი განვითარების თავისებურებების შესაბამისად.