საბავშვო ბაღი ლარდი, საბავშვო ბაღი ლისზე, ლარდის ფასეულობები

1. ემოციური და ფიზიკური მდგრადობის განვითარება. ბაღში ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და
გამოწვევის გადალახვის წახალისებით და მხარდაჭერით, ბავშვებში საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და გაძლიერება.
2. თავდაჯერებულობის ამაღლება – ბაღის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამოთ ბავშვებში ჯანსაღი კონკურენციის წახალისება, რაც გულისხმობს საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით თავდაჯერებულობის ამაღლებას.
3. სწავლის და შემეცნების სიყვარული (ინტერესი) – სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის შექმნის მთავარი პრინციპი (საფუძველი) განისაზღვრება თამაშის მეთოდით, რადგან თამაში/გართობა ყველაზე მიმზიდველი მეთოდია ბავშვის დაინტერესების და აქტივობაში ჩართვისთვის.
4. თანასწორობა/უნივერსალურობა- საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურით სახელმწიფო სტანდარტების დაცვა, რაც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის/პერსონალის დამოუკიდებლად გადაადგილებას, პირადი საჭიროებების დაკმაყოფილებას.
5. ინკლუზია – ბაღის მიერ ინკლუზიური განათლების და გარემოს უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების და შესაძლებლობების გათვალისწინება სასწავლო- სააღმზრდელო პროგრამით;
6. ინოვაციურობა- თანამედროვე სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიის და სტანდარტების დანერგვა – ბაღის მიერ მისი პედაგოგების კვალიფიკაციის მუდმივი განახლება.
7. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობის გაძლიერება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.
8. გუნდურობა – პედაგოგების ჩართულობის გაძლიერება;

მისიის მისაღწევად საბავშვო ბაღი ლარდი:

1. ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო- სააღმზრდელო გარემოს;

2. ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპის დაცვას;

3. ხელს უწყობს აღსაზრდელის ფიზიკური, შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებას;

4. ზრუნავს პედაგოგებისა და აღმზრდელების მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე;

5. მოიძიებს და სასწავლო-საამღზრდელო პროცესში ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას;

6. მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო-სააღმზრდელო რესურსებს;

7. ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში;