მისია

ჩვენი მისია, საგანმანათლებლო მოგზაურობის პროცესში, აღსაზრდელებში იმ უნარების განვითარებაა, რაც მათ დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და სწავლის შემდგომი ეტაპისთვის მომზადებაში.

ჩვენს საქმიანობას საფუძვლად უდევს ბავშვების კეთილდღეობა და ბედნიერება, მათი ჰარმონიული განვითარება, ინდივიდუალური და პიროვნული თვითგამოხატვის უნარების გამოვლენა და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება. ბავშვის ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების გათვალისწინებით, ხელს ვუწყობთ მათი შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას.

მისიის მისაღწევად ჩვენ:

  • ვქმნით ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო-საამღზრდელო გარემოს;
  • ხელს ვუწყობთ ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპის დაცვას;
  • ვზრუნავთ აღსაზრდელის ფიზიკური, შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებაზე;
  • უზრუნველვყოფთ აღმზრდელ-პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებას;
  • მუდმივად ვნერგავთ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას;
  • უწყვეტად ვავითარებთ და ვანახლებთ სასწავლო-სააღმზრდელო რესურსებს;
  • ხელს ვუწყობთ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში მშობლის აქტიურ ჩართულობას;

ხედვა

ჩვენ ვქმნით ბავშვებისთვის ეკოლოგიურ, მუდმივად განახლებად  გარემოს, სადაც პროფესიონალი სპეციალისტების, მრავალფეროვანი მიდგომების და რესურსების საშუალებით, გავაღვიძებთ ბავშვებში ცნობისმოყვარეობას, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ აღმოაჩინონ საკუთარ თავში უსაზღვრო შესაძლებლობები და მოახდინონ  მათი მაქსიმალური რეალიზება.