
ეს საფეხური განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბრამდე შეუსრულდებათ 5 წელი. ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად უმტკივნეულო ტრანზიციას ბაღიდან სასკოლო გარემოში. ამ პროცესში ხდება ყოველდღიური დისციპლინის და წესრიგის ინტეგრირება სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის დღიურ განრიგში. აღნიშნული ჯგუფის მრავალფეროვანი სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა დაბალანსებულია ასაკის შესაბამისი „წინაღობებით“ და მათი გადალახვის მხარდამჭერიგარემოთი. სკოლამდელი ჯგუფის აღსაზრდელებს, კურიკულუმით გათვალისწინებული თვით-გამოხატვის მრავალფეროვანი აქტივობების გზით, საშუალება ეძლევათ უკეთესად გაიცნონ საკუთარი თავი, რაც განაპირობებს მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას სამომავლო პერსპექტივაში.
ინდივიდუალურ სასწავლო-სააღმზრდელო მიდგომებს პოზიტიური გავლენა აქვს ბავშვის თვითშეფასების ამაღლებასა და განვითარებაზე, რასაც დამატებით უზრუნველყოფს ჩვენი თანამედროვე ჰოლისტური მიდგომები და კვალიფიციური აღმზრდელ-პედაგობები. წინა-სასკოლო მზაობის პროგრამა ასევე მოიცავს, სასწავლო წლის ბოლოს ბავშვების პრაქტიკულ გაცნობით აქტივობას სკოლის სივრცეში.