იდეა, გამეხსნა უმაღლესი სტანდარტების, დაცული და ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ყველა დეტალით უზრუნველყოფილი სასწავლო-სააღმზრდელო ცენტრი , ჯერ კიდევ ბრიტანეთში სწავლის დროს გამიჩნდა!
3-5 წლის ასაკი ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანესი პერიოდია. სწორედ ამ ასაკში ყალიბდება ბავშვის ჯანსაღი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა. ამიტომაც, ძალიან ბევრი მუშაობის, ძიებისა და კვლევის შედეგად შეიქმნა სასწავლო-სააღმზრდელო ცენტრი “ლარდი”.
“დახატე შენი ბედნიერება” – სლოგანი, რომელიც გვინდოდა, საბავშვო ბაღის ყველა დეტალში ასახულიყო, დღემდე თან გასდევს ჩვენს ყოველდღიურობას.
დავიწყეთ გარემოთი – გარდა იმისა, რომ „ლარდი“ მდებარეობს თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, ზემო ლისზე, მშენებლობისას წინასწარ გავთვალეთ ყველა სახელმწიფო და ბრიტანული სტანდარტები. მშენებლობისას გამოყენებულ იქნა მხოლოდ ეკოლოგიური მასალა, ჯგუფებში მზის შუქის წვდომაც კი წინასწარ განისაზღვრა, რათა მაქსიმალურად აქტიური ყოფილიყო ყოველდღიური D ვიტამინის დოზა. 1200 კვ.მ -გათვალისწინებულია მხოლოდ 4 ჯგუფი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, სწორად დავგეგმოთ ყველა ბავშვის უნარებისთვის საჭირო ყველა აქტივობა.
გარდა ლამაზი, კომფორტული, ბავშვების გართობისა და განვითარებისთვის შექმნილი გარე სივრცისა, გვაქვს დახურული შიდა სივრცე სპორტული აქტივობებისთვის.
სამზარეულო მოწყობილია ჰასპის სტანდარტების შესაბამისად და კვების რაციონიც შექმნილია ბავშვისთვის საჭირო კალორაჟის და ნუტრიენტების გათვალისწინებით.
ჩვენი უნიკალური სასწავლო-სააღმზრდელო ჰოლისტური პროგრამა თითოეულ ბავშვის საჭიროებებზეა მორგებული.
პროგრამით გათვალისწინებულია და ინტეგრირებულია ისეთი სპეციალისტების ჩართულობა, როგორებიცაა ფსიქოლოგი, მეტყველებისა და ქცევითი თერაპევტები. ბავშვების აღზრდაში ჩართულები არიან კვალიფიციური აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც პერმანენტულად უზრუნველყოფილნი არიან პროფესიული გადამზადებით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა გარემო, სადაც თითოეული დღე პატარების მეხსიერებაში დარჩება დაუვიწყარ გამოცდილებად!
არ ვემიჯნებით ჯანსაღ კონკურენციას და მზად ვართ, მივიღოთ ან გავუზიაროთ გამოცდილება სხვა სასწავლო ცენტრებს, რათა ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში!
მუდმივი მზაობა გვაქვს მივიღოთ სიახლეები და ვიყენებთ ყველანაირ რესურსს სასარგებლო ინიციატივებისთვის.
ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სკოლამდელი განათლების სფეროთი – „ლარდის“ სივრცეში ხშირად ტარდება საინტერესო, შემეცნებითი ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.
ყველაზე მეტად ის გვაბედნიერებს, რომ ჩვენი და თქვენი, მშობლების ხედვები და ღირებულებები ერთმენთს ემთხვევა.
მადლობას გიხდით ნდობისთვის, ერთგულებისთვის და გვერდში დგომისთვის.. თქვენი ჩართულობით ბევრად ნაყოფიერი ხდება ჩვენი საქმიანობაც.
სიყვარულით და პატივისცემით „ლარდის“ ხელმძღვანელი, ნინო მაისაშვილი…