
ტრანზიცია
ბავშვის სახლიდან ბაღში ტრანზიციას გარკვეული დრო სჭირდება. აღნიშნული ცვლილების შემსუბუქების მიზნით, ბაღი უზრუნველყოფს ოჯახის ჩართულობის წახალისებას და მათთვის საინტერესო აქტივობების ორგანიზებას. შეგუების პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ბავშვი სრულად არ გაეცნობა გარემოს და არ გაუჩნდება ნდობა აღმზრდელ-პედაგოგების მიმართ.

3 წლიანების ჯგუფი
ეს საფეხური განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბრამდე შეუსრულდება 3 წელი. ამ ჯგუფში ბავშვები ერთვებიან მეტად სტრუქტურირებულ და მასტიმულირებელ აქტივობებში, ჯგუფურ ინტერაქციაში. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლობას და შეიმეცნებენ გარემოს საკუთარი შეგრძნებების მეშვეობით.კურიკულუმი შედგენილია ისე, რომ ბავშვს დაეხმაროს სოციალური, ემოციური, შემეცნებითი და ფიზიკური უნარების განვითარებაში.

4 წლიანების ჯგუფი
ეს საფეხური განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბრამდე შეუსრულდებათ 4 წელი.
წლიური სასწავლო-სააღმზრდელო თემატური პროგრამა ძირითადად ფოკუსირებულია: აკადემიურ უნარებზე (ციფრების, ფერების, ფორმების ამოცნობა); შემეცნებით უნარებზე (მეხსიერება, დაკვირვება და ლოგიკა); სოციალურ ჩვევებზე (პირადი ჰიგიენა, გაზიარება, დამოუკიდებლად კვება).

წინა-სასკოლო მზაობის ჯგუფი
ეს საფეხური განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბრამდე შეუსრულდებათ 5 წელი.
ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად უმტკივნეულო ტრანზიციას ბაღიდან სასკოლო გარემოში. ამ პროცესში ხდება ყოველდღიური დისციპლინის და წესრიგის ინტეგრირება სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის დღიურ განრიგში.
აღნიშნული ჯგუფის მრავალფეროვანი სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა დაბალანსებულია ასაკის შესაბამისი „წინაღობებით“ და მათი გადალახვის მხარდამჭერი გარემოთი.